მადრიდის რეალი, ტიბო კურტუა
Aa
Aa

5-7 თვეს გამოტოვებს - კურტუამ ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა

მადრიდის „რეალში“ უმძიმესი სიტუაციაა. დღეს დილას, ტიბო კურტუამ ვარჯიშის დროს მარცხენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა. ამის გამო ბელგიელი მეკარე 5-დან 7 თვემდე გამოტოვებს.

MARCA-ს ინფორმაციით, კურტუამ დაზიანება ერთ-ერთ თანაგუნდელთან შეჯახების შედეგად მიიღო, თუმცა კონკრეტული გვარი არ სახელდება.

ახლა „სამეფო კლუბმა“ უნდა გადაწყვიტოს ენდოს ლუნინს, თუ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ჩაერთოს. ტიბო, თებერვლამდე მოედანზე გასვლას ვერ მოახერხებს და მისი საუკეთესო ფორმის დაბრუნებასაც დიდი დრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის კლუბის გარეშე იმყოფება დავიდ დე ხეა, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ დატოვა. რამდენიმე წლის წინ, „სამეფო კლუბი“ ესპანელი კარის დარაჯის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა გარკვეული ბიუროკრატიული მიზეზების გამო ეს ყველაფერი არ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ
ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ