მანჩესტერ სიტი, ბენჟამინ მენდი
Aa
Aa

გაკოტრების წინაშეა - მენდი მანჩესტერ სიტის სასამართლოში უჩივლებს

როგორც მოგეხსენებათ, ბენჟამინ მენდის ბრალდება არ დაუმტკიცდა და საფეხბურთო კარიერას აგრძელებს. ფრანგი უკანახაზელი მომავალი სეზონიდან „ლორიენის“ ღირსებას დაიცავს.

The Guardian საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ვიგებთ, რომ მენდი „მანჩესტერ სიტისთვის“ ჩივილს აპირებს, რადგან „ქალაქელებმა“ მას 2021 წლის შემდეგ ხელფასი არ გადაუხადეს.

ამ ყველაფრის გამო ბენჟამინს ფინანსური პრობლემები შეექმნა და გაკოტრების საშიშროების წინაშე დადგა. მეტიც, 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონი მანჩესტერში საკუთარ სახლს ჰყიდის, რომელიც 9-10 მილიონ ევროდ არის შეფასებული. ჯერჯერობით, ფეხბურთელის ადვოკატს ოფიციალური საჩივარი არ შეუტანია, მაგრამ, თუ დავალიანება არ დაიფარება, საქმე სასამართლომდე მივა.

შეგახსენებთ, რომ ახლო წარსულში, მენდის გაუპატიურების 6 ფაქტსა და სექსუალური ძალადობის 1 ფაქტს ედავებოდნენ. 13 იანვარს, ნაფიც მსაჯულებმა ის უდანაშაულოდ ცნეს, მაგრამ გაუპატიურებისა და სექსუალური ძალადობის თითო-თითო ფაქტზე ვერდიქტი ვერ გამოიტანეს. აღნიშნულ 2 საქმეზე ახალი პროცესი დაიწყო და ფრანგი დარჩენილ ორ ბრალდებაშიც უდანაშაულოდ ცნეს.

„სიტიმ“ მენდი ივნისის ბოლოს გაუშვა, როცა ფრანგი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. „ქალაქელებს“ იგი 2017 წელს შეუერთდა და მის სანაცვლოდ 52 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ
ალ ჰილალის წინადადებით მანიპულირებს - ოსიმენის ქცევა ნაპოლიში არ მოსწონთ