კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუს გოლით - ალ ნასრი არაბეთის თასის ფინალში გავიდა

საუდის არაბეთის თასის ნახევარფინალში „ალ ნასრი“ „ალ შორტას“ ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი კრიშტიანუ რონალდუმ შეიტანა.

რეალურად, გულშემატკივრებმა საკმაოდ მოსაწყენი დაპირისპირება იხილეს. მასპინძელთა გუნდი ვერაფერს ქმნიდა და არც „ალ ნასრი“ ინდომებდა.

მაგალითად, პირველ ტაიმში „ალ შორტამ“ კარისკენ მხოლოდ ერთხელ დაარტყა, მთელი მატჩის განმავლობაში კი სამჯერ. სტუმართა გუნდმა კარში ზუსტად 2-ჯერ დაარტყა, საიდანაც ერთი გოლი აღმოჩნდა. ავტორი კი კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა 31-ე წუთზე გაიტანა, მაგრამ მსაჯმა არ ჩათვალა. 75-ე წუთზე კი ვეტერანმა თავდამსხმელმა პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ცნობისთვის, „ალ ნასრის“ ფინალში „ალ ჰილალსა“ და „ალ შაბაბს“ შორის გამარჯვებულთან მოუწევს თამაში.

ცნობისთვის, მატჩის დასრულების შემდეგ, „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

რონალდუს გოლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალური ფოტო არ გადაიღო - ვერატის პსჟ-დან წასვლა სურს
ოფიციალური ფოტო არ გადაიღო - ვერატის პსჟ-დან წასვლა სურს