პსჟ, მადრიდის რეალი, კილიან მბაპე, ლონდონის ჩელსი
Aa
Aa

Independent: ჩელსი მბაპეს ტრანსფერზე მოლაპარაკების დაწყებას ცდილობს

Independent-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსის“ თანამესაკუთრეს, ტოდ ბოელის კილიან მბაპეს ტრანსფერის თაობაზე პსჟ-სთან მოლაპარაკების დაწყება სურს. „ჩელსი“ ერთ-ერთი პირველი გუნდი იყო, რომელმაც მბაპეს მიმართ ინტერესი გამოამჟღავნა. ამ ეტაპზე ბოელი ცდილობს, რომ პსჟ-სთან მოლაპარაკება დაიწყოს.

ამავე წყაროს ცნობით, მბაპეს „ბარსელონაში“ გადასვლა სურდა, კატალონიური კლუბი პსჟ-ს ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობდა, მბაპეს სანაცვლოდ პარიზულ კლუბში უსმან დემბელე, გავი და რაფინია დიასი გადავიდოდნენ, თუმცა პსჟ-მ ამ წინადადებას უარით უპასუხა.

ასევე გეტყვით რომ მადრიდის „რეალი“ აპირებს კილიან მბაპე უახლოეს დღეებში გაიფორმოს. ამ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი, როდრიგო ფაესი ავრცელებს და იუწყება, რომ „სამეფო კლუბი“ „პარი სენ-ჟერმენს“ შეთავაზებას უმზადებს. ფაესის ცნობით, „ბლანკოსის“ მიზანია, მბაპე ლა ლიგის დაწყებამდე, აგვისტოს პირველ ან მეორე კვირაში გაიფორმოს. პარიზულ გრანდს „რეალისთვის“ კონკრეტული თანხა არ დაუსახელებია, რომლის მიღებაც კილიანის სანაცვლოდ სურს და „სამეფო კლუბს“ ტრანსფერზე აქტიური მუშაობა სწორედ ამიტომ არ დაუწყია.

The Telegraph-ის ცნობით, შესაძლოა პსჟ-მ მადრიდის „რეალს“ FIFA-ში უჩივლოს, რადგან პარიზულ კლუბში თვლიან, რომ მბაპემ „რეალთან“ მოლაპარაკება კლუბის ნებართვის გარეშე გამართა. პსჟ-ში დარწმუნებულნი არიან, რომ „რეალსა“ და ფეხბურთელს შორის შეთანხმება არსებობს, რომლის მიხედვით მბაპე ესპანურ გრანდში 2024 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

ამასთან, მბაპეს ტრანსფერს საფეხბურთო კუთხითაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კარლო ანჩელოტის გუნდში მხოლოდ ერთი ნომინალური ფორვარდი ჰყავს - ხოსელუ. ბენზემას წასვლის შემდეგ, „რეალში“ 9 ნომერი თავისუფალია და ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ ის მბაპესთვისაა გადანახული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები