ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„არსენალმა კვარას მიმართ ინტერესი გამოხატა“ - მეთოფეებთან დაახლოებული ჟურნალისტი

სტივ კეი ბრიტანელი ჟურნალისტი და სატრანსფერო ექსპერტია, რომელიც „არსენალის“ შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს. მისი ინფორმაციით, „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია „მეთოფეების“ ინტერესის სფეროშია მოქცეული და შესაძლოა, ამ ზაფხულს, მისი გადაბირება სცადონ.

„არსენალმა ნაპოლის უაღრესად ნიჭიერი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ ინტერესი გამოხატა და ლონდონურ კლუბში მიაჩნიათ, რომ ვიქტორ ოსიმენის დარჩენა მათ სასარგებლოდ იმუშავებს. გვითხრეს, რომ ლონდონელთა შანსებს ზრდის ურთიერთობა, რომელიც მათ ნაპოლის ახალ სპორტულ დირექტორთან, მაურო მელუზოსთან აქვთ.

მხარეებს შორის კარგი ურთიერთობა მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც კონსულტანტის რანგში, მელუზომ არსენალს იაკუბ კივიორის გაფორმება ურჩია. მეთოფეებმა მისი რეკომენდაცია გაითვალისწინეს და კივიორი გასულ სეზონში გაიფორმეს. გამომდინარე აქედან, არის მოსაზრება, რომ შესაძლოა, არსენალმა სცადოს, გადაიბიროს ფეხბურთელი, რომელიც დღესდღეობით, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბად ითვლება.

ნაპოლიმ, კვარაცხელიას თაობაზე, პრემიერ ლიგის კლუბების შეთავაზებები არ მიიღო, მაგრამ ეს მაშინ მოხდა, როცა ნეაპოლში ფიქრობდნენ, რომ ვიქტორ ოსიმენი კლუბს დატოვებდა. არის შანსი, ვიქტორის დარჩენამ პარტენოპეის ხვიჩას გაყიდვა გადააწყვეტინოს, თუმცა, ნეაპოლელები საჯაროდ აცხადებენ, რომ არც ერთი ვარსკვლავის გაყიდვას არ აპირებენ. არსენალს უზარმაზარი შეთავაზების გაკეთება მოუწევს, რათა ტრანსფერი დახუროს და შესაძლოა, მიზნის მისაღწევად რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვას“, - წერს ბრიტანელი ჟურნალისტი.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“
ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“