გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ყურადღებით აკვირდებიან | მიქაუტაძე ესპანური კლუბის რადარზე მოექცა

„მეცის“ ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ესპანურ კლუბს დაუკავშირეს. Diario De Cadiz-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომლის სანაცვლოდაც „მეცი“ 20 მილიონ ევროს ითხოვს, „კადისის“ დღის წესრიგში მოხვდა.

„კადისი მეცის ფეხბურთელს, გიორგი მიქაუტაძეს, რომელმაც გუნდის უმაღლეს დივიზიონში აღზევებაში ფუნდამენტური როლი ითამაშა, ყურადღებით აკვირდება. გასულ სეზონში, მან 24 გოლი და 9 საგოლე გადაცემა მიითვალა. გოლის ალღოს წყალობით, Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 10 მილიონ ევრომდე გაიზარდა. მისმა ფასმა ბევრით მოიმატა და ის მეტოქის საჯარიმოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.

მიქაუტაძეს მეცთან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და როცა კადისმა მის შესახებ იკითხა, აღმოაჩინა, რომ საუბარი დიდ თანხაზეა, რამაც კლუბის ინტერესი შეამცირა. მიქაუტაძე კადისის დღის წესრიგში იმყოფება, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი არაა, თუმცა სატრანსფერო ბაზარი ცვალებადია და არავინ იცის, 31 აგვისტომდე რა მოხდება“, - წერს ესპანური გამოცემა.

ცნობისთვის, „კადისმა“ ლა ლიგის გასული სეზონი მე-14 ადგილზე დაასრულა, თუმცა გავარდნილ „ვალიადოლიდს“ მხოლოდ 2 ქულით გაუსწრო და 42 ქულა დააგროვა. დღევანდელი მონაცემებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ „კადისმა“ 20 მილიონი გადაიხადოს და მიქაუტაძე გადაიბიროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი მცირეა - ჯეიკობსმა ხვიჩაზე ისაუბრა
პრემიერ ლიგაში გადასვლის შანსი მცირეა - ჯეიკობსმა ხვიჩაზე ისაუბრა