ბათუმის დინამო, ბათუმის დინამო, გიორგი ნემსაძე, არჩილ ბერიძე
Aa
Aa

ბერიძე: „წრეზე ვტრიალებთ, სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან“

ბათუმის „დინამოს’’ პრეზიდენტმა არჩილ ბერიძემ და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის მრჩეველმა გიორგი ნემსაძემ გადაცემაში სპორტი იმედზე ქართული საკლუბო ფეხბურთის პრობლემებზე ისაუბრეს.

არჩილ ბერიძე: „როცა სეზონი იწყება, მწვრთნელიც დებს პირობას და ამბობს, რომ კონკრეტული ფეხბურთელები სჭირდება. მწვრთნელის მოთხოვნები ჩვენს ფინანსურ შესაძლებლობებს აღემატება. ვჯერდებით საშუალო დონის უცხოელ ფეხბურთელს, რომელიც შემდეგ არ ამართლებს. შემდეგ ისევ ქართველ ფეხბურთელს ვეყრდნობით. ამ წრეზე ვტრიალებთ. სად მივდივართ? ისევ და ისევ ფინანსებთან მივდივართ.

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატმა დიდი ინფრასტრუქტურა დაგვიტოვა. გამორიცხულია, ამან შედეგი არ მოიტანოს. ჩვენ არ მივდივართ უკან, მივდივართ წინ. მესმის თქვენი პრეტენზიები ერთ წრეზე ტრიალის. ოდესღაც ეს ერთ წრეზე ტრიალი უნდა დასრულდეს.

თუ ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდება, ეს წარუმატებლობად ჩაითვლება“.

გიორგი ნემსაძე: „ჩვენზე ნაკლები ბიუჯეტით გუნდები შემდეგ ეტაპებს გადიან. ყველას გული დაგვწყდა, რადგან ეს კლუბები ქართული ფეხბურთის სახეს წარმოადგენენ“.

 

არჩილ ბერიძემ ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის ტრანსფერებზე ისაუბრა. მისი თქმით, მათ ტრანსფერებში ბათუმის „დინამომ“ მიზერული თანხა მიიღო. ბერიძის კომენტარიდან გამომდინარე აშკარაა, რომ კლუბის მართვაში უხეში შეცდომებია დაშვებული, რადგან როცა კვარაცხელიასა თუ დავითაშვილს სიმბოლურ თანხად გაყიდი, მნიშვნელოვანი შემოსავლის მიღება და შემდეგ ამ შემოსავლით ძლიერი ლეგიონერების დამატება ვერ მოხერხდება. საქართველოს ტიპის (დაბალი ეკონომიკური განვითარების) ქვეყანაში კლუბების პროგრესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ტრანსფერებია, მაგრამ ბათუმის „დინამომ“ ეს შესაძლებლობა კვარაცხელიასთან და დავითაშვილთან მიმართებაში ვერ გამოიყენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები