მერაბ დვალიშვილი, ალჯამეინ სტერლინგი
Aa
Aa

MMA-ის მებრძოლი: „მერაბს არ ვგავარ, მზად ვარ, ჩემს ბებიასაც ვეჩხუბო“

კეილა ჰერისონი MMA-ის მებრძოლია, რომელიც ორგანიზაცია PFL-ის ორგზის ჩემპიონი და ლეგენდარული ამანდა ნუნიესის ყოფილი თანაგუნდელი გახლავთ. ჰერისონმა ESPN-ს ინტერვიუ მისცა და განაცხადა, რომ თანაგუნდელისა და მეგობრის სტატუსის მიუხედავად, ნუნიესთან ჩხუბი მისთვის პრობლემას არ წარმოადგენდა.

„ამანდას ყოველთვის ვეუბნებოდი: „ყველა დროის საუკეთესო ხარ და შენს მიღწევებს უდიდეს პატივს ვცემ. ვაფასებ, რასაც მიაღწიე და რაც გააკეთე. მინდა, შენი წარმატება გავიმეორო და თავს არ მოვიტყუებ, თითქოს შენთან ჩხუბი ჩემი მიზანი არაა“.

ამანდას მისამართით ყოველთვის ასეთი დამოკიდებულება მქონდა. სხვანაირად არ ვიქცეოდი და მერაბ დვალიშვილს არ ვგავარ. ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი ჩემი ბებია რომ იყოს, მასთანაც ვიჩხუბებდი“.

როგორც მოგეხსენებათ, დვალიშვილი სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონთან, ალჯამეინ სტერლინგთან ჩხუბზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ „ალჯოსთან“ მეგობრობაზე წინ საჩემპიონო ქამარსა და ფულს არ დააყენებს. ჰერისონის შემთხვევაში ყველაფერი სხვანაირადაა და იგი მზად იყო, ყოფილ თანაგუნდელთან ეჩხუბა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილმა ცნობილ იუთუბერს ჯეირანში მოუგო და აზიდვები შეასრულებინა
მამუკელაშვილმა ცნობილ იუთუბერს ჯეირანში მოუგო და აზიდვები შეასრულებინა