სანდრო ალთუნაშვილი, ვოლფსბერგერი
Aa
Aa

ალთუნაშვილი სამუშაო ვიზის მოლოდინში - ვოლფსბერგერმა სეზონი მოგებით დაიწყო

„ვოლფსბერგერის“ ქართველი ახალწვეული სანდრო ალთუნაშვილი სამუშაო ვიზის მოლოდინშია. ავსტრიულმა გუნდმა სეზონის პირველი ოფიციალური მატჩი თასზე ჩაატარა, თუმცა ქართველ საყრდენს არ უთამაშია. დიდი ალბათობით 29 ივლისამდე სანდრო სამუშაო ვიზას მიიღებს და ბუნდესლიგის პირველ ტურში თამაშის უფლება ექნება.

ავსტრიის თასის პირველ ეტაპზე „ვოლფსბერგერმა“ სტუმრად რეგიონალური ლიგის „კუფშტაინი“ დაამარცხა (0:4) და შემდეგ ეტაპზე გავიდა. „ვოლფსბერგერი“ შემდეგ მატჩს 29 ივლისს ჩაატარებს, ბუნდესლიგის პირველ ტურში „ლინცს“ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, ბათუმის „დინამომ“ სანდრო ალთუნაშვილი ავსტრიულ „ვოლფსბერგერში“ 200 000 ევროდ გაყიდა. გასულ თვეში, 26 წლის ნახევარმცველმა ავსტრიულ კლუბთან კონტრაქტი 2+1 სისტემით გააფორმა. სანდრომ ახალ გუნდთან მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, ამხანაგურ შეხვედრებში რეგულარულად თამაშობდა, მთავარ მწვრთნელ მანფრედ შმიდს მისი თამაში მოსწონს, დიდი ალბათობით 26 წლის ქართველ ფეხბურთელს მუდმივი სათამაშო დრო ექნება.

გასულ სეზონში „ვოლფსბერგერი“ კონფერენს ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, თუმცა ფლეი-ოფის ნახევარფინალში დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები