მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„ლიონისთვის პრიორიტეტული მიქაუტაძის შეძენაა“ - ფრანგული მედია

ცნობილი ფრანგული გამოცემა Actu-football.fr-ის ინფორმაციით, „ლიონმა“ მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შესაძლოა საქართველოს ნაკრებისა და „მეცის“ შემტევი, გიორგი მიქაუტაძე შეიძინოს.

სააგენტოს ვებ-გვერდზე წერია, რომ „ლიონს“ ამ ზაფხულს ფორვარდით გაძლიერება სურს, მათ სიაში კი პრიორიტეტული გიორგი მიქაუტაძის ვარიანტია. ამასთან, გამოცემა კლუბის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ მოლაპარაკებები დააჩქარონ, რადგან ქართველი ფეხბურთელის მიმართ სხვა კლუბებიდანაც დიდი ინტერესია.

რას წერს Actu-football:

ლიგა 2-ის ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე „ლიონის ოლიმპიკის“ მთავარი პრიორიტეტი გახდა. „მეცს“ მიმდინარე ზაფხულში ფეხბურთელის შენარჩუნება გაუჭირდება, რადგან ლიგა 2-ში ნაჩვენები შესანიშნავი თამაშების შემდეგ, ქართველმა ევროპელი სკაუტების ყურადღება მიიპყრო და აღაფრთოვანა.

პრემიერ ლიგისა და სერია A-ს რამდენიმე ცნობილი კლუბის მხრიდან ინტერესის გაზრდამ ცხადი გახადა, რომ ნიჭიერი თავდამსხმელი მთელ ევროპაში დიდ ყურადღებას იპყრობს.

მას „მეცთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, თუმცა, მისმა პერსპექტიულმა პროფილმა შესაძლოა უფრო დიდ კლუბში გადასვლას შეუწყოს ხელი.

ეკონომიკური თვალსაზრისით, მიქაუტაძის გაყიდვა „მეცისთვისაც“ მომგებიანი იქნება, რადგან კლუბს შეუძლია ახალგაზრდა ქართველის გაყიდვით დიდი თანხა მიიღოს, რომელსაც შემდგომ გუნდის გაძლიერებასა და ახალი ტალანტების შეძენისთვის გამოიყენებს. თუმცა, სპორტული თვალსაზრისით მიქაუტაძის წასვლა დიდი დანაკლისი იქნება.

იმის გათვალისწინებით, რომ მიქაუტაძე „ლიონი“ აკადემიის აღზრდილია, კლუბში დაბრუნების სურვილი გამოთქვა, თუმცა, კლუბის მესვეურებს ლიგა 2-ის გასული სეზონის წინ მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდათ. სავარაუდოდ, მისი ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ არასასურველი ფეხბურთელები გუნდს დატოვებენ.

ახლა დრო „ლიონის“ საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რადგან ქართველ ფეხბურთელს ბევრმა კლუბმა დაადგა თვალი. გუნდი მის დამატებას ამ ზაფხულს უნდა ეცადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სეზონის წარმატებული სტარტის შემდეგ, შესაძლოა ფეხბურთელი რომელიმე ევროპული კლუბის წინადადებამ აცდუნოს.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის გასულ სეზონში გიორგი მიქაუტაძე გათამაშების ბომბარდირი გახდა და სეზონის ბოლის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ქართველი შემტევი ახლა „მეცთან“ ერთად იმყოფება და ლიგა 1-ის ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩემპიონთა ლიგა: სლოვანმა ჰესპერენჯი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა
ჩემპიონთა ლიგა: სლოვანმა ჰესპერენჯი დაამარცხა და მომდევნო ეტაპზეა