რეალი, ბარსელონა, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

“რეალის დამარცხება ყველაზე განსაკუთრებულია“ - ბარსამ გიუნდოგანი წარადგინა

კატალონიის „ბარსელონამ“ ილქაი გიუნდოგანი წარადგინა. თურქული ფესვების მქონე გერმანელმა „ბლაუგრანას“ ოფიციალურ ვებ-გვერდს პირველი ინტერვიუ მისცა.

რა თქვა გიუნდოგანმა?

„რეალის დამარცხება ყველაზე განსაკუთრებული სიხარულია, რაც ბარასას ფეხბურთელმა შეიძლება განიცადოს, მაგრამ მე ეს არ მაინტერესებს. არცერთ „ბარსელონას“ ფეხბურთელს არ აინტერესებს რა ხდება მადრიდში. ყველაზე მეტად მაშინ იმარჯვებ, როცა სხვა ფეხბურთელს შენს თავს არ ადარებ.

პეპ გუარდიოლა იმაზე მეტს ფიზიკურად ვერ გააკეთებს, რაც უკვე გააკეთა. მისი უსიტყვოდ მესმოდა, რადგან 7 წელი ერთად ვიმუშავეთ. ზოგადად, ცხოვრებაში რთული გამოწვევების მიღება მიყვარს და აქ გადმოსვლა სწორედ ამას ნიშნავს.

ჩემპიონთა ლიგა ჯადოსნური და სრულიად განსხვავებული ტურნირია, რომლის მოგებაც ყველაზე რთულია. მრავალი წლის განმავლობაში „სიტი“ ფავორიტი იყო, მაგრამ ვერ იგებდა. „ბარსელონაში“ ამის გასაკეთებლად აბსოლუტურად ყველაფერს ვეცდები.

„ბარსელონაში“ ნებისმიერ პოზიციაზე შევძლებ თამაშს. ამას დიდი ხანია მივეჩვიე. შემიძლია სხვადასხვა როლის ინტერპრეტაცია, თანაც უმაღლეს დონეზე. ჩავის ვესაუბრე და მისი სათამაშო სქემა რთული არ არის. მის დავალებებს პირნათლად შევასრულებ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ
მიზეზები, რის გამოც ფეხბურთელებს მანჩესტერში ცხოვრება ეზიზღებათ