ტოტენჰემი, ნაპოლი, რუდი გარსია, ჯოვანი ლო ჩელსო
Aa
Aa

გარსია ლო ჩელსოს ითხოვს - დე ლაურენტისს ფული ენანება

როგორც მოგეხსენებათ, „ნაპოლის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია ჰყავს. ფრანგი სპეციალისტი აურელიო დე ლაურენტისს ნახევარდაცვის გაძლიერებას სთხოვს.

გარსიას სურს, რომ „ნაპოლიში“ ჯოვანი ლო ჩელსო გადმოვიდეს. CalcioNapoli-ს ინფორმაციით, არგენტინელი ფეხბურთელი „პარტენოპეიში“ გადაბარგებაზე თანახმაა, მაგრამ პრობლემა სატრანსფერო ღირებულებაა.

„ტოტენჰემი“ მის ნაცვლად 25 მილიონ ევროს ითხოვს. წყაროს ცნობით, „ნაპოლის“ პრეზიდენტი მხოლოდ 15 მილიონის გადახდას გეგმავს, რაც, რა თქმა უნდა, „დეზებს“ არ აწყობთ.

შეგახსენებთ, რომ ლო ჩელსო „ტოტენჰემში“ 2020 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 2025 წელს ეწურება. დღემდე, ჯოვანიმ „დეზების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 84-ჯერ მოირგო, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიაში მეორედ | იტალია ევრო U19-ის ჩემპიონია!
ისტორიაში მეორედ | იტალია ევრო U19-ის ჩემპიონია!