ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

გიუნდოგანი: პოტენციალი არის, იმედი მაქვს, კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ

ილქაი გიუნდოგანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, კლუბსა და მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ როგორც იქნა ბარსელონაში ვარ. მინდა რომ შესანიშნავი სეზონი მქონდეს და პირველ მატჩს მოუთმენლად ველი.

აქ ყოფნა ოცნებაა. მახსოვს, როცა პატარა ვიყავი რაიკაარდისა და გუარდიოლას ბარსელონას მატჩებს ვუყურებდი. მე ამ გუნდის ფანი ვარ. ბარსას თამაშებს თვალყურს ყოველთვის ვადევნებდი და ვამაყობ, რომ ახლა მისი ნაწილი ვარ.

იმედი მაქვს, რომ კარგ ფეხბურთს ვითამაშებთ. ვფიქრობ, გუნდს დიდი პოტენციალი აქვს, აქ ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და მჯერა, რომ ჩემი გამოცდილება მათ ახალ დონეზე ასვლაში დაეხმარება.

საფუძველი ჩაყრილია, პოტენციალი არის - რჩება მხოლოდ მისი ახალ სეზონში რეალიზება. ამიტომ ვარ აქ და ვაპირებ შრომას, ვნებიანად მუშაობას“,

- გიუნდოგანმა.

შეგახსენებთ, რომ გიუნდოგანი „ბარსელონას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. კატალონიელები „მანჩესტერ სიტის“ კიდევ ერთ ნახევარმცველს უმიზნებენ და ბერნარდუ სილვას გაფორმებასაც ცდილობენ, თუმცა ეს ტრანსფერი გაცილებით რთული იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვალენსიას მოთხოვნა ცნობილია - BILD მამარდას ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე
ვალენსიას მოთხოვნა ცნობილია - BILD მამარდას ბაიერნში შესაძლო ტრანსფერზე