ნოვაკ ჯოკოვიჩი, იანიკ სინერი
Aa
Aa

დიდი სლემის 35-ე ფინალი | ჯოკოვიჩმა სინერი სამ სეტში დაამარცხა

ნოვაკ ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ ფინალში გავიდა. სერბმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალური დაპირისპირება იანიკ სინერის წინააღმდეგ გამართა, მეტოქე 3 სეტში დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირების 35-ე ფინალს ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

„ნოლე“ საკუთარ მოწოდებაზე შეუდარებელი იყო და სინერს არც ერთი ბრეიკპოინტის გამოყენების საშუალება არ მისცა. სერბმა ჩოგბურთელმა პირველი პარტია 6:3 მოიგო, მეორე სეტში კი 6:4 იმარჯვა. ბევრად დაძაბული გამოდგა მესამე პარტია. 5:4-ზე, სინერს ორმაგი სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ჯოკოვიჩმა ბრეიკი არ გააკეთებინა და ტაიბრეიკი დაინიშნა, რომელიც ნოვაკმა 7:4 მოიგო.

ჯოკოვიჩი „უიმბლდონის“ ფინალში ზედიზედ მეხუთედ გავიდა. „ნოლეს“ გასული 4 ფინალი მოგებული აქვს და შეუძლია, „უიმბლდონზე“ მოპოვებული ტიტულებით როჯერ ფედერერს გაუთანაბრდეს. ამასთან, შვეიცარიელს „უიმბლდონი“ ზედიზედ 5-ჯერ აქვს მოგებული და ჯოკოვიჩს ამ მიღწევის გამეორებაც შეუძლია.

ცნობისთვის, სერბი ჩოგბურთელის მეტოქე რამდენიმე საათში გაირკვევა. მეორე ნახევარფინალურ წყვილში, ერთმანეთს დანილ მედვედევი და კარლოს ალკარასი ხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა
„მოღალატე ხარ“ | ლევანტეს ლეგენდა უნდა გამხდარიყო, მაგრამ ვალენსიაში გადავიდა