კონფერენს ლიგა
Aa
Aa

კონფერენს ლიგა: ტორპედო VS სარაევო - უხვგოლიანი ფრე ქუთაისში

კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ტორპედომ შინ ბოსნიურ „სარაევოს“ უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.

მატჩი უხვგოლიანი გამოდგა. პირველი ტაიმი ქუთაისელმა ფეხბურთელებმა 1:0 მოიგეს. 44-ე წუთზე არაბიძის კუთხურის შემდეგ სანდოხაძემ ვარდნაში ლამაზი დარტყმით ანგარიში გახსნა.

მეორე ნახევარში სტუმრებმა გატანა მალევე შეძლეს. 47-ე წუთზე რიკოშეტის შემდეგაც რენან ოლივეირა ერთი-ერთზე დარჩა და გატანა არ გასჭირვებია.

„ტორპედომ“ წინ გასვლა მალევე შეძლო. ზუსტად 1 წუთში ირაკლი ბუღრიძემ მარჯვენა ფლანგიდან მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.

52-ე წუთზე ვარესანოვიჩმა „ტორპედოს“ მეკარის კლიაიჩის შეცდომით ისარგებლა, რომელმაც გამოსვლაზე არაზუსტად იმოქმედა და სტუმრებს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

ამის შემდეგ, გუნდებმა უფრო მეტად ფრთხილად თამაში დაიწყეს და მოედანზე ნაკლები სივრცე რჩებოდა.

შეგახსენებთ, რომ განმეორებითი შეხვედრა ზუსტად ერთ კვირაში ბოსნიაში შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სკუდეტოს მოგების სერიოზული კანდიდატია“ - საკი სერია A-ს ახალ სეზონზე
„სკუდეტოს მოგების სერიოზული კანდიდატია“ - საკი სერია A-ს ახალ სეზონზე