გიორგი კვერნაძე, ფროზინონე
Aa
Aa

“ჩემი შთაგონების წყარო კვარაა“ - კვერნაძის ინტერვიუ

როგორც მოგეხსენებათ, გიორგი კვერნაძე მომავალი სეზონიდან „ფროზინონეში“ ითამაშებს. იტალიური კლუბის ვებ-გვერდმა ქართველ ფეხბურთელთან პირველი ინტერვიუ ჩაწერა.

გიორგი, მოგესალმებით „ფროზინონეში“. რას ელოდები ახალ სეზონში?

„პირველ რიგში, ბედნიერი ვარ, რომ „ფროზინონეში“ გადმოვედი. დარწმუნებული ვარ, წარმატებული სეზონი იქნება, როგორც გუნდისთვის, ასევე პირად დონეზე.“

შეგიძლია აღწერო შენი ტექნიკური შესაძლებლობები? არის ფეხბურთელი, რომელიც შენთვის ინსპირაციის წყარო იყო?

„საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს. მირჩევნია ყველაფერი მოედანზე ვაჩვენო. ჩემი შთაგონების წყარო ხვიჩა კვარაცხელიაა.“

მაგალითი თანამემამულისგან აგიღიათ, რომელიც გასულ სეზონში „ნაპოლიში“ გადავიდა. რას ფიქრობთ ამაზე?

„გასულ სეზონში მისი ყველა მატჩი ვნახე და ვფიქრობ, რომ სერია ა-ში საუკეთესო იყო. ის ფანტასტიკური მოთამაშეა.“

რა პოზიციაზე მოგწონს თამაში?

„ჩემი საყვარელი პოზიცია მარცხენა ფლანგია, მაგრამ იქ ვითამაშებ, სადაც მწვრთნელი დამაყენებს.“

რატომ აირჩიე „ფროზინონე“? რამ დაგარწმუნა, რომ სერია ა-ში გეთამაშა?

„“ფროსინონესგან“ დიდი ინტერესი დავინახე. ამ გამოცდილების მიღება მსურდა. ზოგადად, ჩემი ოცნება სერია ა-ში თამაში იყო. ამ გუნდისთვის მაქსიმალურის გაკეთებას ვეცდები.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ზეწოლის ქვეშ თამაში აღარ სურდა“ - ლაპორტა მესის გადაწყვეტილებაზე
“ზეწოლის ქვეშ თამაში აღარ სურდა“ - ლაპორტა მესის გადაწყვეტილებაზე