ედვინ ვან დერ სარი
Aa
Aa

„გვჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება“ | ვან დერ სარის აგენტი მის მდგომარეობაზე

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მეკარის, ედვინ ვან დერ სარის აგენტმა, რობ იანსენმა საკუთარი კლიენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. რამდენიმე დღის წინ, ვან დერ სარს თავის ტვინში სისხლჩაქცევა განუვითარდა და საავადმყოფოში იმყოფება. იანსენის თქმით, იგი სტაბილურ მდგომარეობაშია და მის ოჯახს სჯერა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება.

„რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ მოვლენები საუცხოოდ ვითარდება. არც კარგად და ჩინებულად მიდის საქმე, მაგრამ სწორედ ასეთი მდგომარეობისას ამბობენ, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა. ის კარგ ხელშია და ედვინის მეუღლე, ანემარია და შვილი მის გვერდით იმყოფებიან.

ექიმებს რეგულარული კონტაქტი აქვთ იმაზე მკურნალობა როგორ გაგრძელდეს და შემდეგი ნაბიჯი რა უნდა იყოს. ახლა მას დასვენება სჭირდება და გვჯერა, ყველაფერი კარგად დასრულდება, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ ტვინში სისხლჩაქცევა ძალიან სერიოზული რამაა. ანემარიას იგივე 2009 წელს დაემართა“.

შეგახსენებთ, რომ ვან დერ სარმა კარიერა 2011 წელს დაასრულა და სხვადასხვა დროს, მას „მანჩესტერ იუნაიტედში“, აიაქსსა“ და „ფულემში" უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მისი ოცნება იყო | ლიონს მიქაუტაძის გაფორმების შანსი პრაქტიკულად არ აქვს
მისი ოცნება იყო | ლიონს მიქაუტაძის გაფორმების შანსი პრაქტიკულად არ აქვს