ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი
Aa
Aa

„კვარაცხელია ერთ წელში წავა, ოსიმენი უფრო მალე“ - იტალიელი ჟურნალისტი

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პაოლო ბარჯიჯამ Diretta Mercato-ს ეთერში „ნაპოლის“ ლიდერებზე, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელები ნეაპოლიტანურ გუნდს მაქსიმუმ მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვებენ.

რას ამბობს ბარჯიჯა:

მაქვს ინფორმაცია, რომ ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლისთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და გუნდს დატოვებს. შეიძლება ეს არ მოხდეს დღეს, ან ხვალ, მაგრამ სატრანსფერო ფანჯარა ყოველთვის გამოირჩევა სიურპრიზებით. ნიგერიელს ნამდვილად შეუძლია სხვა კლუბში გადასვლა. იგივე ეხება ხვიჩა კვარაცხელიასაც. ქართველი ფეხბურთელი აქ კიდევ ერთი წლით დარჩება და მომავალ წელს წავა. მის შემცვლელად იესპერ კარლსონს მოიაზრებენ. „ნაპოლი“ „ალკმაარის“ მოთამაშებს აქტიურად აკვირდება. შვედი ფეხბურთელი კვარაცხელიას მსგავსად შეტევის მარცხენა ფლანგზე თამაშობს.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუშინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომავალ სეზონში ვიქტორ ოსიმენი კვლავ „პარტენოპეის“ მაისურით ითამაშებს, თუმცა, იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში, კლუბის პრეზიდენტი ნიგერიელ ფორვარდს გაყიდის.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლი“ სერია A-ს ახალ სეზონს 20 აგვისტოს, „ფროზინონესთან“ გასვლითი მატჩით გახსნის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი: “ოსიმენი შემდეგ სეზონში ნაპოლის მაისურს მოირგებს“
დე ლაურენტისი: “ოსიმენი შემდეგ სეზონში ნაპოლის მაისურს მოირგებს“