„ბოლო მატჩებში სტაბილურობა აკლდათ“ - ყაზახი ფეხბურთელი დინამო თბილისზე
Aa
Aa

„ბოლო მატჩებში სტაბილურობა აკლდათ“ - ყაზახი ფეხბურთელი დინამო თბილისზე

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, „დინამო თბილისის“ პირველი მეტოქე „ასტანა“ გახლავთ. ყაზახეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, პაველ ევტეევმა ამ დაპირისპირებაზე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზი გააკეთა. მისი თქმით, „ასტანას“ ყველაფერი აქვს, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეს.

„ვფიქრობ, ასტანა არენაზე გასამართი საშინაო შეხვედრა, ჩვენმა ჩემპიონმა უნდა მოიგოს. დინამოს ბოლო მატჩები ვნახე და თბილისიელები არასტაბილურად გამოიყურებოდნენ. საქართველოს სუპერთასი პენალტების სერიაში მოიგეს, ჩემპიონატის ეგიდით გამართულ მატჩებში კი შეცდომები დაუშვეს. ასტანას შეუძლია, საკუთარ კედლებში გაიმარჯვოს და ორმატჩიან დუელში მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვოს“.

შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი მატჩი ხვალ, 18:00-ზე, ყაზახეთში დაიწყება, საპასუხო შეხვედრას კი 19 ივლისს, „დინამო არენაზე“ ვიხილავთ. აღნიშნული წყვილის გამარჯვებული მომდევნო ეტაპზე „დინამო ზაგრებს“ დაუპირისპირდება.

გეტყვით იმასაც, რომ „დინამო თბილისმა“ ევროტურნირების წინ ორი ფეხბურთელი დაიმატა. კლუბის ვებგვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს კოტ-დ’ივუარელი გარემარბი, 21 წლის მუსა სანგარე და 20 წლის კამერუნელი ნახევარმცველი იოზეფ იენჯოკი შეუერთდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას
„ილია, გთხოვ, მაქს ჰოლოუეის არ ეჩხუბო“ | ვოლკანოვსკის პასუხი თოფურიას