ხვიჩა კვარაცხელია, ანდრეს კარასკო
Aa
Aa

„საქართველოში ძალიან ცოტა სკაუტი ჩადის“ | კარასკო კვარაზე და ქართველ ფეხბურთელებზე

„დინამო თბილისის“ საფეხბურთო აკადემიის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეს კარასკომ CalcioNapoli24-თან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იტალიურმა გამოცემამ „კვარაზე“ გადაღებული დოკუმენტური ფილმი გაავრცელა და კარასკომ ხვიჩას მიერ, ფეხბურთში გადადგმული პირველი ნაბიჯები გაიხსენა.

„კვარაცხელია? აკადემიაში სინჯებზე ბევრი ბავშვი მივიწვიეთ და ხვიჩა მათგან ამოვარჩიეთ. დაახლოებით 10 წლის იყო. პატარა ბიჭი გახლდათ და მწვრთნელთა უმრავლესობა არ იყო დარწმუნებული, რომ ის უნდა აგვერჩია. საბოლოოდ, ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენს აკადემიაში დასამატებლად სათანადო დონეზე იმყოფებოდა, თუმცა მაშინ არ იყო ფეხბურთელი, რომელიც აჩვენებდა იმას, რასაც ახლა აჩვენებს.

რატომ გადაიყვანა ნაპოლიმ? ვფიქრობ, ამ საკითხში, ხვიჩას წარმომავლობას დიდი როლი აქვს და ქართველ ფეხბურთელებს, 10-ჯერ უფრო მეტი რამ აქვთ დასამტკიცებელი, ვიდრე სხვა მოთამაშეებს. ჩემი აზრით, ეს უსამართლობაა, მაგრამ რეალობა ასეთია. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ტოპ დონის ფეხბურთელის საპოვნელად ძალიან ცოტა სკაუტი მიდის. არადა, ასეთი მოთამაშეები ნამდვილად გვყავს. წარმომავლობას დიდი მნიშვნელობა აქვს და ის ფაქტი, რომ ქართველებს ევროკავშირის პასპორტი არ აქვთ, ძალიან ბევრ ფეხბურთელს უშლის ხელს.

კვარაცხელია მენტალურ მხარეს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. უმაღლეს დონეზე თამაში რთულია, სტაბილურობის შენარჩუნება კი - უფრო რთული. გამარჯვების წყურვილია საჭირო, რათა ეს დონე შეინარჩუნო და ვფიქრობ, ხვიჩას ამით ნამდვილად გამოირჩევა. მას წარმატებას ვუსურვებ და ამტკიცებს, რომ ბევრი ბავშვისთვის მისაბაძი მაგალითია“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩები მან. სიტისთან და ლივერპულთან - პარკაძე ბაიერნის პირველი გუნდის შეკრებაზე
მატჩები მან. სიტისთან და ლივერპულთან - პარკაძე ბაიერნის პირველი გუნდის შეკრებაზე