ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი
Aa
Aa

„ვოლკი ცოცხლად შეჭამს“ | MMA-ის ქომაგები თოფურიასა და ვოლკანოვსკის შესაძლო ჩხუბზე

ალექსანდრ ვოლკანოვსკიმ UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა და იაირ როდრიგესი მესამე რაუნდში დააფინიშა. ბრძოლის შემდეგ, „ვოლკი“ და ილია თოფურია ერთმანეთს პირისპირ დაუდგნენ და მომხდარის ამსახველი კადრები სოციალურ ქსელებში ვირუსულად გავრცელდა. ვიდეოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და MMA-ის გულშემატკივრებმა ვოლკანოვსკისა და თოფურიას შესაძლო ბრძოლასთან დაკავშირებით, თავიანთი პროგნოზი გააკეთეს. ქომაგთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ილიას შანსი არ აქვს და ვოლკანოვსკი მას გაანადგურებს.

„ვოლკანოვსკი ცოცხლად შეჭამს“.

„ვოლკი MMA-ის ნოვაკ ჯოკოვიჩია, ილია მაქსიმუმ ალკარასი იყოს“.

„ვოლკანოვსკი ილიას კვირის ნებისმიერ დღეს დაამარცხებს. მასზე სწრაფი და ძლიერია და გიჟური ჭიდაობა აქვს“.

„ალექსი უბრალოდ მოკლავს, თოფურიას შანსი არ აქვს“.

„თოფურია ახალგაზრდა, სწრაფი, ძლიერი და წარმატებას მოწყურებული მებრძოლია... ვოლკანოვსკი პირველ რაუნდში ბრუტალური ნოკაუტით მოიგებს“.

„ქვემსუბუქ წონით დივიზიონში ვოლკანოვსკის დამარცხება არავის შეუძლია“.

„ილიასადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვოლკანოვსკი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია, რომელიც კარიერის პიკში იმყოფება. ალექსმა მომდევნო ჩხუბი ისლამთან უნდა გამართოს“.

„ილია ჩემპიონი ვერასდროს გახდება... ვოლკი მას დაანოკაუტებს“.

ცნობისთვის, ვოლკანოვსკის მწვრთნელის, ჯო ლოპესის მიხედვით, ალექსს ხელზე ოპერაციის გაკეთება სჭირდება, რომლის გამოც, ვარჯიშს 6-8 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს. ლოპესი და მისი გუნდი რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და სავარაუდოდ მეტოქეებს შორის თოფურიას, ისლამ მახაჩევსა და ალჯამეინ სტერლინგს მოიაზრებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვემბანიამას ბენეფისი | კრიტიკოსებს 27 ქულით უპასუხა
ვემბანიამას ბენეფისი | კრიტიკოსებს 27 ქულით უპასუხა