ტოტენჰემი, ჰარი კეინი
Aa
Aa

80 მილიონი კეინის სანაცვლოდ - ბაიერნის ახალი შეთავაზება ტოტენჰემს

ფლორიან პლატენბერგის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობს. გერმანულმა გრანდმა „ტოტენჰემს“ 80 მილიონი ევრო შესთავაზა, რასაც ბონუსები დაემატება. ეს მიუნხენური გრანდის მეორე შეთავაზებაა, პირველი წინადადება „დეზებმა“ დაბლოკეს, პირველი წინადადებით „ბაიერნი“ კეინს 70 მილიონს თავაზობდა, ახლა კი დაინტერესებულმა მხარემ სატრანსფერო თანხა 10 მილიონით გაზარდა.

მოგვიანებით, ფაბრიციო რომანომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ტოტენჰემი“ „ბაიერნის“ მეორე წინადადებასაც დაბლოკავს.

გასული თვის მიწურულს გერმანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით კეინსა და „ბაიერნს“ შორის შეთანხმება მიღწეულია, თუ „ტოტენჰემი“ 80-მილიონიან შეთავაზებას დათანხმდება, ტრანსფერის ალბათობა ძალიან დიდია.

კეინს „ბაიერნში“ თამაშის დიდი სურვილი აქვს. გარდა ამისა, „ტოტენჰემისთვის“ მნიშვნელოვანია რომ ფეხბურთელი კონკურენტ კლუბში არ გაყიდოს.

ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი წერს, რომ ჰარი კეინმა თავისი მომავალი ტომას ტუხელთან განიხილა. წყაროს ცნობით, საუბარი შედგა და კეინმა მის კარიერაში ამჟამად მთავარ მიზნად ჩემპიონთა ლიგის მოგება დაასახელა, რაც „ბაიერნთან“ ერთად გაცილებით რეალური მისაღწევი იქნება. Bild-ის ცნობით, კეინისა და „ბაიერნის“ წარმომადგენლებს შორის შეხვედრა ფეხბურთელის სახლში შედგა. ტუხელთან საუბარმა კეინზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ინგლისელმა მწვრთნელი დაარწმუნა, რომ „რეკორდმაისტერში“ გადასასვლელად მზადაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები