კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპე: ვფიქრობ, კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ

კილიან მბაპეს სჯერა, რომ საფრანგეთი მსოფლიო ჩემპიონატს კვლავ მოიგებს.

„ძნელია რამის თქმა, როცა ასე ახლოს ხარ, როცა ფინალში მხოლოდ პენალტებში მარცხდები. მაგრამ ასეთია ცხოვრება. თუ წავაგეთ, ეს იმიტომ იყო, რომ ასე იყო განკუთვნილი.

მაგრამ ჩვენ დავბრუნდებით. ვფიქრობ, კიდევ ერთ მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებთ. გუნდს ასეთი სურვილი აქვს, ეს ოცნებაა.

იმედი მაქვს, რამდენიმე წელიწადში შევძლებ იმის თქმას, რომ ცუდი კარგის გარეშე არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამარცხების ტკივილი სამუდამოდ დარჩება.

მაგრამ მე ვისწავლე ამ გრძნობასთან ერთად ცხოვრება და ეს ჩემთვის მტკივნეული აღარ არის“.

- თქვა მბაპემ France Football-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2018 წლის მუნდიალი მოიგო, 2022 წელს კი ფინალში არგენტინასთან პენალტების სერიაში დამარცხდა. ფრანგებს ზედიზედ 2 მსოფლიო ჩემპიონატია ძირითად დროში თამაში არ წაუგიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით
ეგოიანი - ოქროს ბიჭუნა ბიბლიით და ფეხბურთის ფანატიკური სიყვარულით