„გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, წესები დაირღვა“ - ესპანური პრესა
Aa
Aa

„გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, წესები დაირღვა“ - ესპანური პრესა

ბათუმში გამართულ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს, რომელშიც ინგლისმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა, ესპანურ პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

Mundo Deportivo წერს, რომ ინგლისელებმა გოლი წესების დარღვევით გაიტანეს და ამას ასაბუთებს კიდეც.

„ინგლისელებმა ტაიმის მიწურულს საჯარიმო დარტყმიდან გაიტანეს. კოულ პალმერის დარტყმული კურტის ჯონსს შეეხო და ბურთმა ტრაექტორია შეიცვალა, კარში ასე შევარდა.

გოლი არ უნდა ჩათვლილიყო, რადგან ჯონსი ისევე როგორც მეორე ინგლისელი ფეხბურთელი ცოცხალი კედლის წესს არღვევდნენ. წესებში პირდაპირ წერია:

„როდესაც დამცავი გუნდის 3 ან მეტი მოთამაშე ცოცხალ კედელს ქმნის, შემტევი გუნდის ყველა ფეხბურთელი მათგან მინიმუმ 1 მეტრის მოშორებით უნდა დარჩეს, სანამ ბურთი თამაშში არ იქნება“.

ჯარიმის მომენტში ცოცხალი კედელი 6 მოთამაშისგან შედგებოდა, ინგლისელები კი 1 მეტრის წესს არ იცავდნენ.

არბიტრს ეს გოლი უნდა გაეუქმებინა. გასაკვირია ისიც, რომ VAR-ის მხრიდან ამ მომენტზე რეაქცია არ ყოფილა და არბიტრს გოლის გაუქმებისკენ არ მოუწოდეს. არადა უეფას ოფიციალური გვერდის ცნობით, საგოლე მომენტი VAR-ის ოთახში გადამოწმდა“.

- წერს Mundo Deportivo.

შეგახსენებთ, რომ ინგლისმა 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი 2009 წლის შემდეგ პირველად მოიგო. ბრიტანელებმა ტურნირზე ექვსივე მატჩი მოიგეს და არცერთი გოლი არ გაუშვიათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CBS Sport: წიტაიშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
CBS Sport: წიტაიშვილი ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა