ილია თოფურია, ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ვოლკანოვსკი თოფურიას: ენას არ აჩერებს, მასაც ბოლოს მოვუღებ

9 ივლისს, ლას ვეგაში UFC-ის საღამო გაიმართა, სადაც ივენთის მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ ქონაში ქამრისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იარი როდრიგესს შორის შედგა, რომელიც მე-3 რაუნდში ავსტრალიელის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა.

ვოლკანოვსკიმ ქამარი მეხუთედ დაიცვა და გამარჯვების შემდეგ, საუბრისას ილია თოფურია ახსენა:

„ილია ენას არ აჩერებს, თუ ასე გააგრძელებს, მასაც ბოლოს მოვუღებ“,

- თქვა ვოლკანოვსკიმ ბრძოლის შემდეგ.

ოქტაგონიდან მიმავალ გზაზე კი თოფურია ვოლკანოვსკის შეხვდა და მათ რამდენიმე ფრაზა გაცვალეს. ვიდეოს დასაწყისში ავსტრალიელის სიტყვები ისმის:

ვოლკანოვსკი: „მზად ხარ, რომ ეს მოხდეს?“

თოფურია: „დაბადებიდან მზად ვარ".

ვოლკანოვსკი: „რატომღაც მეგონა, რომ უფრო მაღალი იყავი".

თოფურია: „ჰო, შენ დაბალი ხარ".

ვოლკანოვსკი: „ვნახოთ მეგობარო რა მოხდება. იქნები თუ არა ჩემთან ბრძოლის შემდეგ კვლავ დაუმარცხებელი".

თოფურია: „ვნახოთ, დარჩები თუ არა შენ ჩემთან ჩხუბის შემდეგ დაუმარცხებელ ჩემპიონად".

ავსტრალიელმა მებრძოლმა თავისი მომავლის შესახებ უფრო დაწვრილებითაც ისაუბრა:

„რამდენიმე არჩევანი მაქვს, ახლა სახლში დავბრუნდები და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებ. გულწრფელად გეტყვით, ხელზე მსუბუქი ოპერაცია მჭირდება, ბრძოლის წინ მაწუხებდა, მაგრამ ამის გამო ჩხუბზე უარს არასდროს ვიტყვი. ამის შემდეგ ოქტაგონზე მალე დაბრუნება მინდა და იმედი მაქვს, წელს კიდევ ვიჩხუბებ. მსუბუქი წონის ქამარი კვლავ მსურს და ამისთვის ბრძოლას აუცილებლად ჩავატარებ“.

ნელ-ნელა თოფურიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლის შანსები სულ უფრო იზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ტექნიკური ნოკაუტი - ვოლკანოვკსიმ როდრიგესი დაამარცხა
ტექნიკური ნოკაუტი - ვოლკანოვკსიმ როდრიგესი დაამარცხა