ალექს ვოლკანოვსკი
Aa
Aa

ტექნიკური ნოკაუტი - ვოლკანოვკსიმ როდრიგესი დაამარცხა

9 ივლისს, ლას ვეგაში UFC-ის საღამო გაიმართა, სადაც ივენთის მთავარი ბრძოლა ქვემსუბუქ ქონაში ქამრისთვის ალექსანდრ ვოლკანოვსკისა და იაირ როდრიგესს შორის შედგა.

ბრძოლა ავსტრალიელის უპირატესობით დაიწყო. პირველ ორ რაუნდში ვოლკანოვსკიმ მეტოქე პარტერში გადაიყვანა და ბრძოლის სცენარს აკონტროლებდა.

მესამე რაუნდში როდრიგესს გააქტიურება მართებდა, შეტევაზე გადავიდა, რა დროსაც ვოლკანოვსკიმ მარჯვენა ჰუკი გამოიყენა და მეტოქე ცუდ დღეში ჩააგდო.

საბოლოოდ, ვოლკანოვსკიმ როდრიგესი მე-3 რაუნდში დაანოკაუტა და ქამრის დაცვა კარიერაში მეხუთედ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ ქვემსუბუქ წონაში ვოლკანოვსკის გამოწვევას ილია თოფურია ცდილობს და UFC-ის სამყარო ამ ბრძოლას დიდი მოლოდინებით ელის. სავსებით რეალურია, რომ ავსტრალიელმა მომდევნო დაპირისპირება სწორედ ქართველის წინააღმდეგ გამართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტოქეებს ბრწყინვალედ აკონტროლებს“ | ელ პანტერა ელ მატადორისთვის მზადაა
„მეტოქეებს ბრწყინვალედ აკონტროლებს“ | ელ პანტერა ელ მატადორისთვის მზადაა