მაურისიო პოჩეტინო
Aa
Aa

პოჩეტინოს პირველი პრესკონფერენცია ჩელსიში | „ჩვენი მიზანი ლამაზი ფეხბურთი და შედეგია“

მაურისიო პოჩტინომ „ჩელსის“ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი პრესკონფერენცია გამართა. არგენტინელმა სპეციალისტმა „არისტოკრატების“ ხელმძღვანელებზე, კლუბის ამბიციებსა და საკუთარ მიზნებზე ისაუბრა.

„კლუბსა და მის ხელმძღვანელებს ბოლომდე ვენდობი და მჯერა, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა გვქონდეს ხელსაწყოები, რომელთა დახმარებითაც, კონკურენციას ნებისმიერ გუნდს გავუწევთ. გვინდა, მივაღწიოთ იმას, რასაც ჩვენგან გულშემატკივრები ელოდებიან.

სრული შემადგენლობა ჯერ არ შეკრებილა, მაგრამ ფეხბურთელებს საოცარი დამოკიდებულება აქვთ. წარსული შორს არაა, მაგრამ როცა სეზონი სრულდება, მომავალზე უნდა იფიქრო და წარსულის გახსენებას აზრი არ აქვს. პოზიტიური ადამიანი ვარ და ჩემი მიზანი გამარჯვებების მოპოვებაა. ჩელსიში მუშაობისას ლამაზ შოუზე და სანახაობრივ ფეხბურთზე საუბარი საკმარისი არაა. შენი სიტყვები ქმედებებით უნდა განამტკიცო და ლამაზი სტილი აჩვენო. თუმცა, ჩვენი მთავარი ამოცანა, წარმატების მიღწევაა.

კლუბი ფანტასტიკურად მუშაობს და ბედნიერი ვარ, რომ აქ ვიმყოფები. მინდა, მათი ნდობა გავამართლო და გულშემატკივრებთან განსაკუთრებული ურთიერთობა დავამყარო. ქომაგებმა ჩემი წარსული კარგად იციან, მაგრამ წარსული წარსულია და ახლა მთლიანად ჩელსიზე ვარ ორიენტირებული.

ჩვენი პირველი ამოცანა შემადგენლობის დაბალანსებაა. გვინდა, ფეხბურთელთა რაოდენობა შევამციროთ და ამ სპორტში ლოდინი ძალიან ძნელია. შედეგი პირველივე დღეს უნდა დადო და აქ სწორედ ამიტომ ვართ. ქომაგებს ვერ ვეტყვით, რომ მინიმუმ 6 თვე გვჭირდება, რათა წარმატებას მივაღწიოთ და პირველივე წუთიდან სასურველი შედეგები უნდა გვქონდეს“.

შეგახსენებთ, რომ პოჩეტინოს „ჩელსი“ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურია და ლონდონელებს გიორგი მამარდაშვილსაც უკავშირებენ. „ლურჯებმა“ რამდენიმე ფეხბურთელი უკვე გაუშვეს და ნომერ პირველ მეკარეს ეძებენ, რომელიც შესაძლოა, ქართველი კიპერი გახდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას შანსი იზრდება? - მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო
მამარდას შანსი იზრდება? - მანუელ ნოიერის დაბრუნება გადაიდო