გიორგი მამარდაშვილი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

ლონდონში პანიკაა | „ტუხელს სურს ჩელსის სატრანსფერო სამიზნე წაართვას“

ბოლო დღეებში, გერმანულ პრესაში აქტიურად იწერება მიუნხენის „ბაიერნის“ მხრიდან, გიორგი მამარდაშვილის მიმართ ინტერესის შესახებ. გავლენიანი სააგენტოები აცხადებენ, რომ „რეკორდმეისტერის“ წარმომადგენლები ქართველი მეკარის აგენტებთან მოლაპარაკებებს უახლოეს დღეებში დაიწყებენ.

მიუნხენური კლუბის ინტერესი „ჩელსის“ გულშემატკივრების ყურადღების ცენტრშიც მოექცა. ლონდონურ კლუბთან დაახლოებულმა სააგენტო The Chelsea Chronicle-მა დაწერა, რომ ტომას ტუხელს „ჩელსისთვის“ ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო სამიზნის წართმევა სურს.

რა წერია სტატიაში:

ტომას ტუხელი „ჩელსის“ სამიზნის, გიორგი მამარდაშვილის მიუნხენის „ბაიერნში“ გადაყვანას ცდილობს. აპრილში, კლუბის წარმომადგენლებმა ქართველი მეკარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები გამართეს, რომელიც პოზიტიურად დასრულდა. ახლა კი ტომას ტუხელი გამოჩნდა, რომელსაც „ჩელსისთვის“ ამ მიზნის წართმევა ცდილობს.

ტუხელი თვლის, რომ მამარდაშვილი „ალიანს არენაზე“ გრძელვადიან პერსპექტივაში მანუელ ნოიერს შეცვლის. ამას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ გუნდის მეორე და მესამე მეკარეები, იან ზომერი და ალექსანდერ ნუბელი წასვლას აპირებენ.

დიდი შანსია, რომ ჩელსიმ ძვირფასი ქვა დაკარგოს. მას შემდეგ, რაც ედუარდ მენდი „ალ-ჰილალში“ წავიდა, მაურისიო პოჩეტინოს ხელში მხოლოდ კეპა არიზაბალაგა დარჩა, რომელიც ჯერჯერობით პირველ მეკარედ განიხილება. შესაბამისად, „ლურჯები“ ახალ ხელთათმანს ეძებენ.

მამარდაშვილი „ჩელსისთვის“ ყველაზე კარგი ვარიანტი იყო და გუნდმა ამ ძვირფასი ქვის მოპოვების გეგმაც დასახა, მაგრამ სტემფორდ ბრიჯზე მყოფებისთვის დიდი სირცხვილი იქნება, თუ ჩელსი ტუხელთან ბრძოლაში დამარცხდება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბის მაისურით, ყველა ტურნირზე 71 მატჩი ჩაატარა, 18 შეხვედრაში კი კარის მშრალად შენახვა შეძლო. საგულისხმოა, რომ გასულ სეზონში 22 წლის მეკარემ ლა ლიგის ყველა თამაშში შეუცვლელად ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეტი თავისუფლება | Gazzetta კვარაზე და რუდი გარსიას გეგმებზე წერს
მეტი თავისუფლება | Gazzetta კვარაზე და რუდი გარსიას გეგმებზე წერს