ატლეტიკო, მილანი, ალვარო მორატა, ალ ეტიფაქი
Aa
Aa

ბრძოლა მორატასთვის - მილანი და ალ ეტიფაქი ტრანსფერზე მუშაობენ

კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერის შემდეგ, საუდის არაბეთი სატრანსფერო ბაზარზე ყველაზე მეტს აქტიურობს.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ „ალ ეტიფაქის“ მთავარ მწვრთნელად სტივენ ჯერარდი დაინიშნა. დანიშვნიდან ერთ დღეში ინგლისელმა ყოფილმა ფეხბურთელმა შეტევის გაძლიერება მოითხოვა.

გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის და ცნობილი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, „ალ ეტიფაქი“ ალვარო მორატას გადაბირებას შეეცდება, თუმცა არაბულ კლუბს ხელს „მილანი“ უშლის.

თავის მხრივ, გაძლიერება „როსონერისაც“ სჭირდება და ესპანელი თავდამსხმელის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებს. „ატლეტიკოს“ შემტევის სატრანსფერო ღირებულება Transfermarkt-ის მიხედვით, 20 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელისთვის სერია ა კარგად ნაცნობი ჩემპიონატია. 2014/2016 და 2022/2022 წლებში მორატა „იუვენტუსის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორჯერ ვკითხე მოსწონდა თუ არა“ | დანი ალვეშის ჩვენება
„ორჯერ ვკითხე მოსწონდა თუ არა“ | დანი ალვეშის ჩვენება