ტოტენჰემი, ბაიერნი, ჰარი კეინი, ტომას მიულერი
Aa
Aa

მიულერი: “კეინის ტრანსფერზე საუბარი არ ღირს“

როგორც მოგეხსენებათ, მიუნხენის „ბაიერნი“ ჰარი კეინის შეძენას აქტიურად ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, „რეკორდმაისტერმა“ ინგლისელ თავდამსხმელთან პირადი დეტალები შეათანხმა და ახლა „ტოტენჰემის“ დაყოლიებას ცდილობენ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი მოსაზრება მიუნხენური გუნდის შემტევმა ტომას მიულერმა დააფიქსირა.

რა თქვა მიულერმა?

„იქამდე სანამ ტრანსფერი ოფიციალურად არ დადასტურდება საუბარი არ ღირს. ასე რომ, ჰარი კეინზე ნუ ვილაპარაკებთ. ჩემს თავს ყოველ შემთხვევაში ამას ვეუბნები. რა თქმა უნდა, მისი გადმოსვლა გამიხარდება. მე არ ვიცნობ ადამიანს, ვისაც კეინის ფეხბურთი არ მოსწონს.“

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ჰარი კეინთან დაკავშირებით ყველაზე დიდ კონკურენციას მადრიდის „რეალი“ უწევდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც კილიან მბაპეს ყიდვის შანსი გაჩნდა, „სამეფო კლუბმა“ „დეზების“ თავდამსხმელს თავი დაანება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფელიქსის ძმამ შეაგდო და გოლი მას მიუძღვნა | მალტაში ევრო U19 დაიწყო
ფელიქსის ძმამ შეაგდო და გოლი მას მიუძღვნა | მალტაში ევრო U19 დაიწყო