ალ ნასრი, მარსელო ბროზოვიჩი
Aa
Aa

კიდევ ერთი ტრანსფერი საუდის არაბეთში - ბროზოვიჩი ალ-ნასრში ითამაშებს

საუდის არაბეთის ლიგაში ევროპიდან კიდევ ერთი ფეხბურთელი გადავიდა. ცოტა ხნის წინ, „ალ-ნასრიმ“, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს, ხორვატი ნახევარმცველის, მარსელო ბროზოვიჩის ტრანსფერი დაადასტურა.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ კლუბმა 30 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ „ინტერს“ 18 მილიონი ევრო გადაუხადა, ბროზოვიჩი კი 3 სეზონის განმავლობაში ხელფასის სახით 100 მილიონ ევროს მიიღებს.

მარსელო ბროზოვიჩი „ნერაძურიში“ 2015 წლიდან თამაშობდა და გუნდთან ერთად 5 ტიტულის მოგება შეძლო. ამასთან, ხორვატი ფეხბურთელი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ვიცე-ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები