მაურისიო პოჩეტინო, ლონდონის ჩელსი
Aa
Aa

“ჩელსის ისტორია მწვერვალზე ყოფნაა“ - პოჩეტინოს პირველი ინტერვიუ

როგორც მოგეხსენებათ, „ჩელსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი მაურისიო პოჩეტინო გახლავთ. არგენტინელმა სპეციალისტმა „არისტოკრატებში“ დანიშვნის შემდეგ, კლუბის ოფიციალურ გვერდს პირველი ინტერვიუ მისცა.

რა თქვა პოჩეტინომ?

„“ჩელსის“ მთავარი მწვრთნელობა ჩემთვის დიდი პატივია. ძალიან აღელვებული ვარ. ამ გუნდს კარგად ვიცნობ. „ჩელსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია. აქ გადმოსვლის გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო. ვითამაშებთ ისე, რომ გულშემატკივრები დატკბნენ. ამ გუნდის ისტორია გამარჯვებაა!

ბოლო 10, 12, 15 წლის განმავლობაში „ჩელსი“ ინგლისის საუკეთესო გუნდია. მე ძალიან კარგად ვიცი პრემიერ ლიგა და რას ნიშნავს „ჩელსის“ კულტურა. წარმატების მისაღწევად სავარჯიშო სესიებზე კარგი განწყობა უნდა შევქმნათ. აქ იმისთვის ვარ, რომ კლუბს და გულშემატკივრებს დავეხმარო. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი ბედნიერები იყვნენ და იამაყონ. ამ გუნდის ისტორია მწვერვალზე ყოფნაა და ეს აუცილებლად უნდა გავაკეთოთ.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ვიგრძნო, რომ აქ ყველა ჩემი თანამშრომელია. უნდა ვიგრძნო, რომ ჩემი ხალხი ხართ და ასევე თქვენ უნდა იგრძნოთ, რომ მე თქვენი კოლეგა ვარ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ და ყველამ თავი მნიშვნელოვანი იგრძნოს. ბოლო წლებში ფეხბურთი შეიცვალა. მნიშვნელოვანია გუნდში გვყავდეს ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც თანამედროვე ფეხბურთს ალღო აუღეს.

ვფიქრობ, ახლა „ჩელსი“ სწორ გზაზე დგას. მოთამაშეებს განვითარებაში უნდა დავეხმაროთ. მე ვარ მწვრთნელი, რომელსაც სიახლეები უყვარს. მიუხედავად ამისა, მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ადრინდელი ფეხბურთის ღირებულებები შევინარჩუნოთ და თანამედროვეს შევუთავსო.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Tuttosport: იუვენტუსი დიბალას დაბრუნებას განიხილავს
Tuttosport: იუვენტუსი დიბალას დაბრუნებას განიხილავს