ჩელსი, მილანი, ლიონი, კრისტიან პულიშიჩი
Aa
Aa

უარი ლიონს - პულიშიჩი მილანს უახლოვდება

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, პულიშიჩს ორი ვარიანტი ჰქონდა. ამერიკელ ფეხბურთელს „ლიონი“ და „მილანი“ ეპატიჟებიან.

სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა გამოცემა ESPN-მა დაწერა, რომ კრისტიანმა ფრანგულ კლუბს უარი უთხრა და ახლა „მილანის“ შემოთავაზებას განიხილავს.

საქმე იმაში გახლავთ, რომ თავად ფეხბურთელს „ლიონის“ შეთავაზებული პირობები არ მოეწონა. საუბარია მის ანაზღაურებაზე. „როსონერი“ მას გაცილებით მეტ ხელფასს ჰპირდება, თუმცა კონკრეტული თანხა არ სახელდება.

ასევე, „მილანმა“ სატრანსფერო ღირებულების თანხა გაზარდა, რომელიც 15 მილიონ ევროს შეადგენდა, ხოლო ახლა რიცხვი 25-მდე გაიზარდა. წყაროს ცნობით, პულიშიჩის პრიორიტეტი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშია და როგორც მოგეხსენებათ, „როსონერი“ შემდეგ სეზონში ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე იასპარეზებს.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი შემტევი „არისტოკრატებს“ „დორტმუნდიდან“ 64 მილიონი ევროს სანაცვლოდ 2019 წელს შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, კრისტიანმა „ლურჯების“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 145-ჯერ მოირგო, 26 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოსიმენი: “ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“
ოსიმენი: “ნეაპოლზე უკეთესი ადგილი არ არსებობს“