საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, U21 ევროპის ჩემპიონატი, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

ახალი ისტორია - საქართველომ რეკორდების რეკორდი დაამყარა!

საქართველოსა და რუმინეთში მიმდინარე 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ისტორიაში კიდევ ერთხელ ჩაიწერა. ცოტა ხნის წინ, UEFA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც მოცემულია, რომ ტურნირის მასპინძელ ქვეყნებში, ყველა თამაშზე გულშემატკივრების ჯამურად დასწრების თვალსაზრისით, საქართველო და რუმინეთი U21 ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველ ადგილზე გადავიდნენ.

21 ივლისიდან დღემდე, საქართველოსა და რუმინეთში ევროპირველობის მატჩებს ჯამში 250 746 გულშემატკივარი დაესწრო, რაც აქამდე არ მომხდარა, არადა ტურნირის დასრულებამდე კიდევ 1 კვირაა დარჩენილი. აქამდე, საუკეთესო შედეგი 2017 წელს, პოლონეთში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატს ეკუთვნოდა, სადაც ჯამურად ტურნირს 243 995 გულშემატკივარი დაესწრო, შემდეგ კი საუკეთესო შედეგი 2019 წელს, იტალიასა და სან მარინოში ჩატარებულ ტურნირს ჰქონდა - 214 637 გულშემატკივარი.

საგულისხმოა, რომ ერთეულ მატჩებზე საუკეთესო შედეგი ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ აქვს დაფიქსირებული. თავდაპირველად, პირველი რეკორდი 24 ივნისს, საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების თამაშზე დამყარდა, რა დროსაც შეხვედრას 41 887 გულშემატკივარი დაესწრო. საქართველომ თავისივე დამყარებული რეკორდი ორჯერ მოხსნა: ჯერ 27 ივნისს, ნიდერლანდების ნაკრების წინააღმდეგ - 43 043, შემდეგ კი 1 ივლისს, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ - 44 338 გულშემატკივარი.

აქვე გეტყვით, რომ ერთ მატჩზე, დასწრების თვალსაზრისით საუკეთესო ათეულში რუმინეთში გამართული არცერთი შეხვედრა არ არის მოხვედრილი, რაც იმას ნიშნავს, რომ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დაწერილი ისტორიის უდიდესი ნაწილი სწორედ საქართველოს დამსახურებაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გაგუა იქით დაარტყამს“ - ისრაელის მეკარემ იცოდა ვინ როგორ დაარტყამდა
„გაგუა იქით დაარტყამს“ - ისრაელის მეკარემ იცოდა ვინ როგორ დაარტყამდა