რამაზ სვანაძე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატი
Aa
Aa

საბრძოლო შემადგენლობით ისტორიულ მატჩში - საქართველოს 11-ეული ისრაელთან

ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატის 1/4-ფინალში რამაზ სვანაძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისრაელს შეხვდება. ცნობილია გუნდების სასტარტო შემადგენლობები:

საქართველო: მამარდაშვილი, გელაშვილი, კალანდაძე, ლუკა გაგნიძე, დავითაშვილი, მექვაბიშვილი (კ), გაგუა, გოჩოლეიშვილი, საზონოვი, აზაროვი, წიტაიშვილი

ისრაელი: პერეცი, ჯაბერი, კოენი, განდელმანი, კარცევი, გორნო, გლუხი, ტურჯემანი, აზულაი, ლემკინი, ჰაგაგი

შეხვედრა „დინამო არენაზე“ პირველ ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ მეოთხედფინალური ეტაპიდან VAR-ს გამოიყენებენ.

რამაზ სვანაძის გუნდი ჯგუფურ ეტაპზე დაუმარცხებელი იყო, პორტუგალიას მოუგო (2:0), ბელგიასთან (2:2) და ნიდერლანდებთან (1:1) ფრედ ითამაშა. საქართველო პირველ ადგილზე გავიდა, პორტუგალია - მეორეზე, ხოლო ნიდერლანდები და ბელგია ჯგუფში ჩარჩნენ. ანალოგიურად, სენსაციური იყო ისრაელის ნაკრების გამოსვლა, რომელმაც ჯგუფში გერმანია და ჩეხეთი ჩატოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები