საინტერესო იქნება - FIFA თამაშგარის წესის შეცვლაზე ფიქრობს
Aa
Aa

საინტერესო იქნება - FIFA თამაშგარის წესის შეცვლაზე ფიქრობს

FIFA-მ შესაძლოა თამაშგარის წესი შეცვალოს. ინფორმაციას ესპანური Mundo Deportivo ავრცელებს.

FIFA და საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭო (IFAB) თამაშგარე მდგომარეობის განახლებულ წესზე მუშაობს.

ახალი კონცეფციის მიხედვით, თამაშგარე ჩაითვლება მაშინ, როდესაც პასის მომენტში, შემტევი ფეხბურთელი მეტოქის კართან მთელი სხეულით უფრო ახლოს იქნება, ვიდრე მცველი.

ამრიგად, ახალი წესების დანერგვის შემთხვევაში, თამაშგარე მდგომარეობა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქსირდება, თუ შემტევი მცველზე მთლიანი სხეულით წინ იქნება და არა მაგალითად, სხეულის რომელიმე ნაწილით, როგორც ამჟამინდელი წესების თანახმად არის.

თუ, წესი ძალაში შევიდა, მსგავსი სიტუაციებისას თამაშგარე მდგომარეობა აღარ დაფიქსირდება

ითვლება, რომ წესების ასეთი ცვლილება ფეხბურთს უფრო დინამიურს და სანახაობრივს გახდის.

ეს სიახლე უკვე IFAB-ის შეხვედრებზე განიხილეს. თავდაპირველად მას შვედეთის, იტალიისა და ნიდერლანდების ქვედა დივიზიონების გამოიყენებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„3 გვარი ჯუნტოლის სიაში“ - მიქაუტაძე იუვენტუსის რადარზე
„3 გვარი ჯუნტოლის სიაში“ - მიქაუტაძე იუვენტუსის რადარზე