ბაიერნი, პსჟ
Aa
Aa

კონტრაქტს ხელი მოაწერა - ლუკას ერნანდესი პსჟ-ში ითამაშებს

დიდი ხანია „პარი სენ ჟერმენს“ ლუკას ერნანდესის გადაბირება სურს. როგორც ჩანს, ფრანგულ გიგანტს საწადელი აუსრულდა.

გავლენიანი ფრანგული გამოცემა L’equipe გვამცნობს, რომ ერნანდესმა „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტს ხელი მოაწერა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაჯდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „რეკორდმაისტერმა“ „ნაპოლიდან“ კიმ მინ-ჯე დაიმატა და აქედან გამომდინარე, ფრანგი უკანახაზელის წასვლა პრობლემა აღარ არის.

შეგახსენებთ, რომ ლუკას ერნანდესი მიუნხენის „ბაიერნში“ 2019 წელს გადავიდა. 2019 წლიდან დღემდე, ფრანგმა ფეხბურთელმა გერმანული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 107-ჯერ მოირგო, 2 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჯანფრანკო ძოლა: კვარა თანამედროვე ჯორჯ ბესტია
ჯანფრანკო ძოლა: კვარა თანამედროვე ჯორჯ ბესტია