გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

„3 გვარი ჯუნტოლის სიაში“ - მიქაუტაძე იუვენტუსის რადარზე

„ნაპოლიდან“ წასული სპორტული დირექტორი კრისტიანო ჯუნტოლი მალე „იუვენტუსში“ დაინიშნება და ეს მხოლოდ დროის საკითხია.

Corriere della Sera უკვე ჯუნტოლის ტურინულ გეგმებზე წერს და მის სატრანსფერო სიაში არსებული 3 გვარის შესახებ აღნიშნავს, რომელთაგან ერთ-ერთი გიორგი მიქაუტაძეა.

„პირველი ფეხბურთელები, რომლებიც ჯუნტოლის სიაში მოხვდნენ არიან, დანილო დუკი უნიონ ბერლიგის მცველი, რომელიც დაახლოებით 17 მილიონი ევრო ღირს, ნუსაირ მაზრაური აბიერნის უკანახაზელი, რომელიც 28 მილიონად არის შეფასებული და გიორგი მიქაუტაძე მეცის ფორვარდი, მისი ფასი 10 მილიონი ევროა.

სიაში საინტერესო სახელებია, თუმცა არც ისე მაღალი ჟღერადობის. ახალი სპორტული დირექტორის მიზანია, რომ შავ-თეთრი მანქანა მიზანმიმართული დარტყმით მოძრაობაში დააბრუნოს“.

- წერს იტალიური გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ „მეცთან“ ერთად ლიგა 1-ის საგზური მოიპოვა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა და გუნდს ლიგა 1-ში დაწინაურებაში დაეხმარა. სეზონის ბოლოს, ქართველმა შემტევმა ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრის სმოლინგს შეადარა | საზონოვი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში
კრის სმოლინგს შეადარა | საზონოვი Football Talent Scout-ის ყურადღების ცენტრში