700 მილიონზე მეტი - სიტი შემოსავლებით ინგლისის რეკორდს ამყარებს
Aa
Aa

700 მილიონზე მეტი - სიტი შემოსავლებით ინგლისის რეკორდს ამყარებს

„მანჩესტერ სიტი“ 2022/23 წლების სეზონში ფინანსურად სეზონის შეჯამებისას რეკორდულ მოგებას ვარაუდობს.

Daily Mail-ის ცნობით, კლუბი გასული სეზონიდან 700 მილიონ ფუნტზე მეტს გამოიმუშავებს და შესაძლოა ბრიტანეთის ახალი რეკორდი დაამყაროს.

ჯერჯერობით საუკეთესო ფინანსური შედეგი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ეკუთვნის, რომელმაც 2018/19 წლების სეზონში დაამყარა და  627 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

„მანკუნიანელებმა“ ადრე განაცხადეს, რომ ამ სეზონში საკუთარ მაჩვენებელს გადააჭარბებდნენ - მათი პროგნოზით, კლუბი მიმდინარე წლისთვის 630-დან 640 მილიონ ფუნტამდე მიიღებს.

როგორც ჩანს, ბრიტანეთის რეკორდს მალე „სიტი“ გადაიბარებს, რომელმაც გასულ სეზონში ისტორიული ტრებლი შეასრულა და ამ მაჩვენებლით პრემიერ ლიგის ისტორიაში „იუნაიტედის“ შემდეგ მეორე ინგლისური კლუბია, რომელმაც ამის გაკეთება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ყველა დროის საკლუბო მსოფლიო რეკორდი „ბარსელონამ“ დაამყარა, რომელმაც 2020 წელს 726 მილიონი ფუნტი გამოიმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსამ პრაიდის აქციაში მონაწილეობისთვის 440 000 გამომწერი დაკარგა
ბარსამ პრაიდის აქციაში მონაწილეობისთვის 440 000 გამომწერი დაკარგა