ხვიჩა კვარაცხელია, ლაშა სალუქვაძე
Aa
Aa

სალუქვაძე: „კვარა რეალისა და ბარსელონას დონის გრანდებში სათამაშოდ მზადაა“

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის, რამაზ სვანაძის ასისტენტმა, ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. სალუქვაძის სიტყვები Metaratings.ru-მ გაავრცელა და „რუბინის“ ყოფილმა ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ „კვარა“ „რეალისა“ და „ბარსელონას“ დონის კლუბებში სათამაშოდ მზადაა.

„ქართველები ბედნიერი ვართ, ხვიჩა კვარაცხელია რომ გვყავს. კვარა სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ეს ძალიან მაგარი მოვლენა მხოლოდ ჩვენთვის არ ყოფილა. ხვიჩა საქართველოსთვის ნამდვილი ოქროა. ის ნაპოლიში უნდა დარჩეს, რადგან პარტენოპეი კარგი გუნდია, თუმცა თუ ბარსელონასა და რეალის დონის გრანდებისგან წინადადება მიიღო, შეუძლია, წავიდეს.

საშიში არ იქნება თუ ამ ზაფხულს ადგილსამყოფელს არ გამოიცვლის და შეუძლია, ერთი-ორი წელიწადი კიდევ ნაპოლიში ითამაშოს. ხვიჩა ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ყველაფერი წინ აქვს. მას კარგი აგენტი ჰყავს და თუ ვითარება შეიცვალა, ხვიჩას მომავალთან დაკავშირებულ საკითხს ის გადაწყვეტს. კვარაცხელიამ აჩვენა, რომ რეალისა და ბარსელონას დონის კლუბებში თამაში შეუძლია. იგი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი შემთხვევით არ გამხდარა და ასეთი ტრანსფერი დაიმსახურა“.

შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ სერია A-ს სადებიუტო სეზონი 12 გოლითა და 10 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. წარმატებული ასპარეზობის წყალობით, სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ზე მისი სატრანსფერო ღირებულება 85 მილიონ ევრომდე გაიზარდა და „კვარა“ მსოფლიოს 20 ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელს შორისაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვულკანი თბილისში“ - რა ელოდება ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოში
„ვულკანი თბილისში“ - რა ელოდება ისრაელის 21-წლამდე ნაკრებს საქართველოში