კანონი ძალაში ოფიციალურად შევიდა - ირანში ქალებს სტადიონებზე დაუშვებენ
Aa
Aa

კანონი ძალაში ოფიციალურად შევიდა - ირანში ქალებს სტადიონებზე დაუშვებენ

ირანში ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრების უფლება ექნებათ.

ამის შესახებ ირანის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა მეჰდი ტაჯმა განაცხადა. გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული უშიშროების უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა.

„ქალებს სტადიონებზე შესვლის უფლება მიეცემათ. საბედნიეროდ, ეროვნული უშიშროების საბჭომ ეს საკითხი დაამტკიცა. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც გადაწყვეტს როგორ განხორციელდეს ეს ყველაფერი.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის სამინისტრო, ფეხბურთის ფედერაცია და ორი საინფორმაციო სააგენტო ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა დეტალ აზუსტებს“,

- განაცხადა ტაჯმა.

1979 წელს ირანში ისლამური რევოლუციის შემდეგ ქალებს საფეხბურთო მატჩებზე დასწრება ეკრძალებათ.

ბოლო დროს ქალებს ზოგიერთ მატჩზე დასწრების უფლება მისცეს, მაგალითად, ირანისა და რუსეთის შეხვედრაზე, მაგრამ ნებართვა  და კანონი ოფიციალურად ძალაში შესული არ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სვანაძე: „მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია“
სვანაძე: „მეორე ნომრად ვთამაშობთ, მაგრამ მთავარი შედეგია“