ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, კრისტიანო ჯუნტოლი
Aa
Aa

ახალი ეტაპი ჯუნტოლის კარიერაში - იუვეში დანიშვნასთან ახლოსაა

ფაბრიციო რომანოს ცნობით, ტურინის „იუვენტუსი“ კრისტიანო ჯუნტოლის დანიშვნასთან ახლოსაა. იტალიელმა ფუნქციონერმა „ნაპოლი“ გასული სეზონის შემდეგ დატოვა, როცა „პარტენოპეი“ სკუდეტოს გამარჯვებული გახდა, თუმცა ახალ კონტრაქტზე აურელიო დე ლაურენტისთან ვერ შეთანხმდა და კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.

ასევე გეტყვით, რომ „ნაპოლისა“ და ჯუნტოლის შორის კონტრაქტის გაწყვეტის თაობაზე შეთანხმება შედგა.

აურელიო დე ლაურენტისსა და ჯუნტოლის შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, რაც რუდი გარსიას მთავარ მწვრთნელად დანიშვნის მომენტში კიდევ უფრო ცხადი გახდა. Calciomercato-ს ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ჯუნტოლისთვის არ შეუტყობინებია, რომ რუდი გარსიას ნიშნავდა. „პარტენოპეის“ სპორტულმა დირექტორმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ისე შეიტყო, როგორც ყველა დანარჩენმა - „ტვიტერზე“ „ნაპოლის“ ოფიციალური პოსტი ნახა.

კრისტიანო ჯუნტოლი „ნაპოლის“ სპორტულ დირექტორად 2015 წლის ზაფხულიდან მუშაობდა. მისი და ლუჩანო სპალეტის წვლილი „ნაპოლის“ ჩემპიონობაში უდიდესია, თუმცა ორივე მათგანი ლაურენტისთან უთანხმოების შემდეგ კლუბს დაემშვიდობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები