ლუის ენრიკე
Aa
Aa

გადაწყვეტილია - ლუის ენრიკე პსჟ-ს ჩაიბარებს

პსჟ-ს 2023/24 წლების სეზონიდან ლუის ენრიკე გაწვრთნის. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყარო წერს, რომ ყველაფერი გადაწყვეტილია და ესპანელი სპეციალისტი პარიზულ კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ყველაფერმა, რომ ოფიციალური სახე მიიღოს, იქამდე კრისტოფ გალტიეს დათხოვნაა საჭირო, რომელიც დღეს სამართალდამცავებმა რასისტული შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.

ლუის ენრიკემ ევრო 2020-ის შემდეგ ესპანეთის ნაკრები დატოვა და დღემდე უგუნდოდ იმყოფება. „ლუჩომ“ „ჩელსისა“ და „ნაპოლის“ საინტერესო შეთავაზებებზე უარი თქვა და პსჟ-ს ჩაბარება არჩია.

შეგახსენებთ, რომ ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერა 2008 წელს „ბარსელონა ბ-ში“ დაიწყო. 2011/12 წლებში „რომას“ წვრთნიდა, 2013/14-ში კი „სელტას“. 2014/17 წლებში კი მისი კარიერის საუკეთესო ეტაპი „ბარსას“ პირველი გუნდის ჩაბარება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: უეფას ჩვენი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა სურდა
ლაპორტა: უეფას ჩვენი ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთა სურდა