თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას გუნდის ფიასკო მე-7 შეხვედრაში | ვირტუს ბოლონიამ ფინალი წააგო

თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში დამარცხდა. ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ოლიმპია მილანოს“ ბარიერი ვერ გადალახა, მეშვიდე შეხვედრა საშინლად ჩაატარა და 3:4 წააგო.

მე-7 შეხვედრა „ოლიმპია მილანოს“ საშინაო არენაზე გაიმართა და მასპინძლების დომინაციით დაიწყო. „ვირტუს ბოლონიამ“ პირველი მეოთხედი 9:21 წააგო, თუმცა მეორე ათწუთეულში მეტოქეზე 3 ქულით მეტი ჩააგდო - 20:17. შენგელიამ და კომპანიამ საშინლად ჩაატარეს მესამე მეოთხედი, რომელშიც მხოლოდ 5 ქულა დააგროვეს და „ოლიმპია მილანოს“ ჩემპიონობის გაფორმება არ გასჭირვებია - 67:55.

შენგელია ერთადერთი იყო, ვისაც „ვირტუს ბოლონიას“ ფიასკოს ვერ დავაბრალებთ. ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 32 წუთი გაატარა და 13 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა მიითვალა. თოკოზე მეტი „ვირტუს ბოლონიას“ მაისურით არავის ჩაუგდია და ქართველის ერთადერთი პასივი 6 დაკარგვა იყო.

„ოლიმპია მილანოსთან“ მარცხით „ვირტუს ბოლონიას“ სეზონი ოფიციალურად დასრულდა. შენგელია უახლოეს მომავალში საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებას დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნამდვილი მეომარი მოედანზე“ - The Athletic-ი მექვაბიშვილის თამაშს გამოეხმაურა
„ნამდვილი მეომარი მოედანზე“ - The Athletic-ი მექვაბიშვილის თამაშს გამოეხმაურა