კარლო ანჩელოტი, ბრაზილიის ნაკრები
Aa
Aa

თვის ბოლოს დადასტურდება? ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების ჩაბარებასთან ახლოსაა

კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს უახლოვდება.

Mundo Deportivo TV Globo-ს ჟურნალისტ ლუის როდრიგოზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია ანჩელოტის შეუთანხმდა და მზადაა მას დაელოდოს. იტალიელი „სელესაოს“ 2024 წლის იანვრიდან ან ივნისიდან ჩაიბარებს.

გამოცემის ცნობით, CBF-ის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი აპირებს, რომ იტალიელ სპეციალისტთან შეთანხმების შესახებ ივნისის ბოლოს გამოაცხადოს.

„პაპა კარლოს“ „რეალთან“ არსებული ხელშეკრულება 2024 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული.

მოსალოდნელია, რომ ოფიციალურ განცხადებას ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ედნალდო როდრიგესი ივნისის ბოლოს გააკეთებს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ბრაზილია მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ტიტე ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ თანამდებობიდან დაითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: შოტლანდიაში სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ
მიქაუტაძე: შოტლანდიაში სასურველი შედეგისთვის ვიბრძოლებთ