რეალი, პსჟ, როდრიგო
Aa
Aa

როდრიგო: “მბაპეს გადმოსვლა? ძალიან გამიხარდება

სპორტულ მედიაში კილიან მბაპესა და მადრიდის „რეალის“ ურთიერთობაზე საუბარი არ წყდება. ფრანგ სუპერვარსკვლავს კვლავ „სამეფო კლუბის“ ღირსების დაცვას უწინასწარმეტყველებენ.

თავისი მოსაზრება დააფიქსირა როდრიგომაც, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ მოირგო „რეალის“ 11-ნომრიანი მაისური.

როდრიგო:

„მივესალმები, თუ არა მბაპეს გადმოსვლას? 10-ბალიანი სისტემით, რომ შევაფასოთ ამ იდეას 10-ით შევაფასებ. ის ნამდვილი ფენომენია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მისი დონის ფეხბურთელი გუნდში ძალიან გვჭირდება. კილიანის მოსვლა ძალიან გამახარებს.“

შეგახსენებთ, რომ მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივნისს ეწურება. მის ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც მას კონტრაქტის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება შეუძლია, თუმცა ამაზე 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა უარი საჯაროდ განაცხადა.

აქედან გამომდინარე, თუ პსჟ მას მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს არ გაყიდის, მომავალ წელს მისი უფასოდ გაშვება მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პირდაპირ უარი მანჩესტერს - ჩელსის მაუნთი 40 მილიონად არ გაყიდის
პირდაპირ უარი მანჩესტერს - ჩელსის მაუნთი 40 მილიონად არ გაყიდის