MARCA: “მამარდაშვილზე ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს“
Aa
Aa

MARCA: “მამარდაშვილზე ოფიციალური შეთავაზება არ არსებობს“

როგორც მოგეხსენებათ, სპორტულ მედიაში აქტიურად მიმდინარეობს საუბარი გიორგი მამარდაშვილის მომავლის შესახებ. ქართველ კარის დარაჯს „ვალენსიადან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ.

ამასთან დაკავშირებით, ესპანური გამოცემა MARCA სტატიას გვთავაზობს და წერს, რომ „ღამურებისთვის“ ოფიციალურად ჯერ არავის მიუმართავს.

რას წერს MARCA?

„გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ფეხბურთელია. მძიმე ეკონომიკური პირობების გამო, „ღამურებს“ მისი გაყიდვა სჭირდებათ, მაგრამ მათთვის ჯერ მამარდაშვილთან დაკავშირებით ოფიციალურად არავის მიუმართავს.

ამ საკითხზე მისი აგენტი ლევან სეთურიძე სხვა აგენტთან ერთად მუშაობს, რომელიც ამჟამად ვალენსიაში ცხოვრობს. ამჟამად ინტერესი პრემიერ ლიგის გუნდებიდან არსებობს. საუბარი „ტოტენჰემზე“, „ჩელსიზე“, „ბრაიტონზე“, „ბარნლიზე“ და „მანჩესტერ იუნაიტედზეა“.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გიორგის წარმომადგენლებსა და „ვალენსიას“ შორის ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ყოფილა. სეზონის დასაწყისში, მამარდაშვილის ღირებულება 50 მილიონი ევრო იყო, მაგრამ „ღამურების“ ჩავარდნის შემდეგ, მისი ფასი 20-25 მილიონ ევრომდე მერყეობს. აღსანიშნავია ისიც, რომ „ვალენსიას“ ქართველი მეკარის ოფიციალური ღირებულება ამ დრომდე არ დაუსახელებია.“

შეგახსენებთ, რომ „მამარდას“ „ვალენსიასთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს. მისი გამოსასყიდი თანხა  კი 100 მილიონი ევროა. მიმდინარე სეზონში, ახალგაზრდა ქართველმა „ღამურების“ აბსოლუტურად ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი გუნდი კი ლა ლიგიდან გავარდნას გადაურჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ეს ტატუ კვარას და ჩემს ქართველ ძმებს ეძღვნება“ - ნეაპოლელმა იუთუბერმა პირობა შეასრულა
„ეს ტატუ კვარას და ჩემს ქართველ ძმებს ეძღვნება“ - ნეაპოლელმა იუთუბერმა პირობა შეასრულა