ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს ტატუ კვარას და ჩემს ქართველ ძმებს ეძღვნება“ - ნეაპოლელმა იუთუბერმა პირობა შეასრულა

ცნობილმა ნეაპოლიტანური იუთუბ არხის - Fius Gamer-ის ერთ-ერთმა წევრმა, ანტონიო ფუსკომ თავისი პირობა შეასრულა და „ნაპოლის“ ჩემპიონობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას ტატუ დაიხატა.

ანტონიო ფუსკომ პირობა ქართული იუთუბ არხის - Geo Team-ის ერთ-ერთ ვიდეოში დადო და მას შემდეგ, რაც „ნაპოლიმ“ ჩემპიონობა გაინაღდა, Fius Gamer-ის არხზე ტატუს გაკეთების ვიდეოც გამოქვეყნდა.

ვიდეოში ფუსკო ხვიჩა კვარაცხელიას შთამბეჭდავი თამაშის გამო მადლობას უხდის და ამბობს, რომ ეს ტატუ როგორც კვარას, ისე „ნაპოლის“ ყველა გულშემატკივარს და მათ შორის საქართველოს მოსახლეობასაც ეძღვნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტე: „კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი აჩვენა“
კონტე: „კვარაცხელია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ნაპოლიმ ლამაზი ფეხბურთი აჩვენა“