ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

„არასდროს დამავიწყდებით“ - ბელინგემი დორტმუნდს დაემშვიდობა

ინგლისელი ფეხბურთელი, ჯუდ ბელინგემი, რომელსაც მადრიდის „რეალი“ ხვალ წარადგენს, ყოფილ კლუბს დაემშვიდობა. 19 წლის ნახევარმცველმა „დორტმუნდის“ ქომაგებს მადლობა გადაუხადა და „შავ-ყვითლებს“ სამომავლოდ წარმატება უსურვა.

„მინდა, ყველაფრისთვის, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში მოხდა, დორტმუნდში მომუშავე ადამიანებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო. ამ მაისურის, მნიშვნელოვან და უმნიშვნელო მომენტებში, უამრავჯერ მორგება ჩემთვის უდიდესი პატივი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო კლუბში თამაშს მოუთმენლად ველი, არასდროს დამავიწყდება მოგზაურობა, რომელიც დორტმუნდში გამოვიარე. ერთხელ დორტმუნდელი, ყოველთვის დორტმუნდელი! ყველაფერი საუკეთესო მომავალში“.

„ჯუდს, 3 წლის განმავლობაში დორტმუნდისადმი გამოჩენილი სიყვარულის გამო მადლობას ვუხდით. გვინდა, ასევე, მადლობა გადავუხადოთ რეალს, რადგან ყოველთვის სამართლიან და კონსტრუქციულ მოლაპარაკებებს აწარმოებდა“, - განაცხადა „დორტმუნდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ჰანს-იოახიმ ვატცკემ.

შეგახსენებთ, რომ ბელინგემი „რეალთან“ 6 სეზონზე გათვლილ ხელშეკრულებას გააფორმებს. მადრიდელები 19 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს გადაიხდიან და გარიგებაში გათვალისწინებული იქნება ბონუსები, რომელთა მაქსიმალური ოდენობა 30.9 მილიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალჯო: „მერაბი გიჟია, უკვე ცალი ხელით ვარჯიშობს“
ალჯო: „მერაბი გიჟია, უკვე ცალი ხელით ვარჯიშობს“