კრისტოფ გალტიე, პაულუ სოუზა
Aa
Aa

სოუზამ განაცხადა, რომ სალერნიტანაში რჩება | ნაპოლიში გალტიეს დანიშვნის შანსები იზრდება

„სალერნიტანას“ მთავარმა მწვრთნელმა, პაულუ სოუზამ, რომელსაც „ნაპოლის“ ჩაბარებას უწინასწარმეტყველებდნენ, საკუთარ მომავალზე ისაუბრა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით „სალერნიტანაში“ რჩება და კლუბის ხელმძღვანელობას სამომავლო პროექტიც წარუდგინა.

„ამ ეტაპისთვის, ჩემი იდეა კლუბში დარჩენაა და მომდევნო სეზონისთვის მუშაობა დაწყებული მაქვს. სპორტულ დირექტორს უკვე შევატყობინე, რა ტიპის ფეხბურთელების დამატება გვჭირდება გუნდის გასაძლიერებლად და ვერ ვხედავ მიზეზს, რომლის გამოც უნდა შევცვალოთ ის, რასაც ვაშენებთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმ პროექტში მუშაობაა, სადაც გარდა იმისა, რომ როგორც მწვრთნელი, პროგრესს მივაღწევ, ფეხბურთელებისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაშიც წვლილს შევიტან“.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, „ნაპოლის“ პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს 6 დღე აქვს, რათა „სალერნიტანას“ 1.8 მილიონი ევრო გადაუხადოს და სოუზა გაიფორმოს. პარალელურად, სხვა ვარიანტებიც განიხილება და La Repubblica-ს თუ დავუჯერებთ, კრისტოფ გალტიეს დანიშვნის ალბათობა ძალიან გაიზარდა. იტალიური გამოცემის მიხედვით, გალტიე სპალეტის შემცვლელთა სიაში პირველია.

შეგახსენებთ, 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლიმ“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტო მოიგო, რაშიც უდიდესი წვლილი ხვიჩა კვარაცხელიამ შეიტანა. „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე
„იუვეში მისი ტრანსფერი ჯანსაღ კონკურენციას შექმნის“ - ilBiancoNero მიქაუტაძეზე